ტრადიციულად დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაციები. შემდეგ ვისწავლეთ HTML-გაჯეტში საათის, ვიდეოს და Picasaweb.com ალბომის განთავსება და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი მასალა. დღე იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
რაც შეეხება თვითონ ტრენინგს, შემიძლია ვთქვა, რომ არის უაღრესად საინტერესო, ძალიან საჭირო და გამოყენებადი. თუ გვინდა ჩვენი მუშაობა იყოს ადექვატურად შეფასებული და დაფასებულიც, ამ პროგრამას და უნარ-ჩვევებს აუცილებლად უნდა ფლობდეს თითოეული მასწავლებელი. მე პირადად ვაპირებ თითქმის ყველა ნასწავლი მასალის პრაქტიკაში დანერგვას და გამოყენებას. ძალიან ბევრი გაკეთდა იმ კუთხითაც, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეები ჩვენთვის ასე საინტერესოდ და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. მადლობა პირადად ჩვენს ძვირფას ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მთლიანად ამ ტრენინგის საინიციატივო ჯგუფს. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.
Sunday, April 5, 2015
Saturday, April 4, 2015
ტრენინგის მერვე დღე
მეცადინეობა დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით ფასილიტაციას, როგორც რესურსს და პრაქტიკულად შევქმენით ჩვენი პროექტის ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ და გავასუფთავეთ ჩვენი პორტფოლიო. შემდეგ გადავიტანეთ "დრაივ'-ში და სიის გაჯეტით ავტვირთეთ ბლოგზე.
ძალიან დაძაბული და შრომატევადი დღე გვქონდა, ძალიან მიხარია, რომ დავამთავრეთ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასალის განმტკიცებას ხანგრძლივი პრაქტიკული მეცადინეობა სჭირდება. მადლობა ჩვენს ტრენერს.
ძალიან დაძაბული და შრომატევადი დღე გვქონდა, ძალიან მიხარია, რომ დავამთავრეთ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასალის განმტკიცებას ხანგრძლივი პრაქტიკული მეცადინეობა სჭირდება. მადლობა ჩვენს ტრენერს.
Subscribe to:
Posts (Atom)