Sunday, March 29, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ კი პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული დავალებების ტიპები, რომლებსაც მოვარგებთ ძლიერი და სუსტი მოსწრების მოსწავლეების შესაძლებლობებს საჭიროებებსა და ინტერესებს. ამის შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, კერძოდ კი სასწავლო პროცედურებზე, სადაც დეტალურად გავწერეთ ჩვენი პროექტის თითოეული ეტაპის დავალებები და ამოცანები და მოლოდინები. ვთვლი, რომ ეს ტრენინგი ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს!!!
Saturday, March 28, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრადიციულად ტრენინგის მეექვსე დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე, შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმის იმ ნაწილს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი პროექტის განხორციელების ეტაპები. ამის შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკები. ნაყოფიერი და საინტერესო დღე გვქონდა.
Sunday, March 22, 2015
მეხუთე დღე
როგორც ყოველთვის, დღევანდელი მეცადინეობაც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმები და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი. შევქმენთ მოსწავლის ბლოგი და ვიმუშავეთ მისი გაჯეტების შექმნაზე, შევქმენით: სურათის გაჯეტი, სიის გაჯეტი და კითხვარის გაჯეტი, ასევე ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. ძალიან საინტერესო და საჭირო მასალას ვსწავლობთ, რაც მთავარია, არ გვეშინია სიახლეების და სირთულეების.
Saturday, March 21, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
დღევანდელი მეცადინეობა ტრადიციულად დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შემდეგ კი გადავედით ახალ მასალაზე და გავეცანით შეფასების მეთოდებს, შესაბამისად ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკებზე. ვისწავლეთ და განვახორციელეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ასევე ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა-წაშლა-აღდგენა.
დაჟინებით მივიწევთ წინ, უსასრულობისაკენ, თუმცა არ გვეშინია, იმიტომ რომ ძალიან კარგი და გამოცდილი ფასილიტატორი გვყავს.
დაჟინებით მივიწევთ წინ, უსასრულობისაკენ, თუმცა არ გვეშინია, იმიტომ რომ ძალიან კარგი და გამოცდილი ფასილიტატორი გვყავს.
Sunday, March 15, 2015
ტრენინგის მესამე დღე
ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე გვქონდა. ტრადიციულად დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ კი შევუდექით ჩვენი პროექტის გეგმაზე მუშაობას. მოცემული შაბლონის დახმარებით, ასევე ესგ-ს სტანდარტების და შესაბამისად ინდიკატორების დახმარებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე და დავახარისხეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. ვისწავლეთ მასალის დაარქივება და ასევე ბლოგის დიზაინი.
მივდივართ წინ უსასრულობისაკენ.
მივდივართ წინ უსასრულობისაკენ.
Saturday, March 14, 2015
მეორე დღე
დღეს ტრენინგის მეორე დღეა. გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის შესახებ, შემდეგ გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები. გავეცანით სარეკლამო ბუკლეტებს და ვისწავლეთ მისი დამზადება, რომელიც ძალიან საინტერესო და აუცილებელია ჩვენი პროექტების უკეთ დაგეგმვა-განხორციელების და მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით. იმედი მაქვს სარეკლამო ბუკლეტებს ხშირად და წარმატებით გამოვიყენებ. დიდი მადლობა ჩვენს შეუცვლელ ქეთი მასწავლებელს.
Saturday, March 7, 2015
ტრენინგის პირველი დღე
დღეს ტრენინგის პირველი დღეა... ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის, ტრენერის დახმარებით ყველა დავალებას წარმატებით გავართვი თავი. მთავარი ისაა, რომ ნამდვილად დავრწმუნდი ამ ტრენინგის აუცილებლობასა და საჭიროებაში. პირველი დღის პროგრამა საინტერესო და ბევრის მომცემია: გავეცანი სახელმძღვანელოს, შევქმენი ბლოგი, განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტების განხილვის ნაწილი. სახლში აფორიაქებული მივდივარ, დარწმუნებული ვარ დიდ დროს გავატარებ კომპიუტერთან, რათა ნასწავლი მასალა განვამტკიცო და რაც მთავარია, მოვიფიქრო და და დავგეგმო ახალი პროექტი, რომელსაც განვახორციელებ ინტელის სასწავლო კურსის მასალების და სტანდარტების შესაბამისად.
Subscribe to:
Posts (Atom)