Sunday, April 5, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრადიციულად დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაციები. შემდეგ ვისწავლეთ HTML-გაჯეტში საათის, ვიდეოს და Picasaweb.com ალბომის განთავსება და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი მასალა. დღე იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
რაც შეეხება თვითონ ტრენინგს, შემიძლია ვთქვა,  რომ არის უაღრესად საინტერესო, ძალიან საჭირო და გამოყენებადი. თუ გვინდა ჩვენი მუშაობა იყოს ადექვატურად შეფასებული და დაფასებულიც, ამ პროგრამას და უნარ-ჩვევებს აუცილებლად უნდა ფლობდეს თითოეული მასწავლებელი. მე პირადად ვაპირებ თითქმის ყველა ნასწავლი მასალის პრაქტიკაში დანერგვას და გამოყენებას. ძალიან ბევრი გაკეთდა იმ კუთხითაც, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეები ჩვენთვის ასე საინტერესოდ და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. მადლობა პირადად ჩვენს ძვირფას ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მთლიანად ამ ტრენინგის საინიციატივო ჯგუფს. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.



Saturday, April 4, 2015

ტრენინგის მერვე დღე

მეცადინეობა დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით ფასილიტაციას, როგორც რესურსს და პრაქტიკულად შევქმენით ჩვენი პროექტის ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ და გავასუფთავეთ ჩვენი პორტფოლიო. შემდეგ გადავიტანეთ "დრაივ'-ში და სიის გაჯეტით ავტვირთეთ ბლოგზე.
ძალიან დაძაბული და შრომატევადი დღე გვქონდა, ძალიან მიხარია, რომ დავამთავრეთ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასალის განმტკიცებას ხანგრძლივი პრაქტიკული მეცადინეობა სჭირდება. მადლობა ჩვენს ტრენერს.

Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ კი პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ  კონკრეტული დავალებების ტიპები, რომლებსაც მოვარგებთ ძლიერი და სუსტი მოსწრების მოსწავლეების შესაძლებლობებს საჭიროებებსა და ინტერესებს. ამის შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, კერძოდ კი სასწავლო პროცედურებზე, სადაც დეტალურად გავწერეთ ჩვენი პროექტის თითოეული ეტაპის დავალებები და ამოცანები და მოლოდინები. ვთვლი, რომ ეს ტრენინგი ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს!!!

Saturday, March 28, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრადიციულად ტრენინგის მეექვსე დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე,  შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმის იმ ნაწილს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი პროექტის განხორციელების ეტაპები. ამის შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკები. ნაყოფიერი და საინტერესო დღე გვქონდა.

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის, დღევანდელი მეცადინეობაც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმები და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი. შევქმენთ მოსწავლის ბლოგი და ვიმუშავეთ მისი გაჯეტების შექმნაზე, შევქმენით: სურათის გაჯეტი, სიის გაჯეტი და კითხვარის გაჯეტი, ასევე ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. ძალიან საინტერესო და საჭირო მასალას ვსწავლობთ, რაც მთავარია, არ გვეშინია სიახლეების და სირთულეების.

Saturday, March 21, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი მეცადინეობა ტრადიციულად დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შემდეგ კი გადავედით ახალ მასალაზე და გავეცანით შეფასების მეთოდებს, შესაბამისად ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკებზე. ვისწავლეთ და განვახორციელეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ასევე ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა-წაშლა-აღდგენა.
დაჟინებით მივიწევთ წინ, უსასრულობისაკენ, თუმცა არ გვეშინია, იმიტომ რომ ძალიან კარგი და გამოცდილი ფასილიტატორი გვყავს.



Sunday, March 15, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე გვქონდა. ტრადიციულად  დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ კი შევუდექით ჩვენი პროექტის გეგმაზე მუშაობას. მოცემული შაბლონის დახმარებით, ასევე ესგ-ს სტანდარტების და შესაბამისად ინდიკატორების დახმარებით განვსაზღვრეთ პროექტის  მიზნები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე და დავახარისხეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. ვისწავლეთ მასალის დაარქივება და ასევე ბლოგის დიზაინი.
მივდივართ წინ უსასრულობისაკენ.